LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ზღვის ზოოპარკში ჟირაფებს ჩამოიყვანენ

154
Capture

თბილისის ზოოპარკში ჟირაფებს ჩამოიყვანენ. ამის შესახებ „საქმიანი დილის“ ეთერში, ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ განაცხადა.

მისი განმარტებით თბილისში ხუთი ჟირაფის ჩამოყვანა იგეგმება.

გურიელიძის თქმით, უკვე დასასრულს უახლოვდება საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა.

„ჩვენ ვზრუნავთ ჟირაფების ჩამოყვანაზე, რადგან მას ასე მაღაზიაში ვერ იყიდი, სადღაც უნდა დაიბადოს, გარკვეულ ასაკამდე მივიდეს, შემდეგ ტრანსპორტირებაც რთული და ძვირად ღირებული საქმეა. მინიმუმ ეს იქნება ხუთი ჟირაფი. რაც შეეხება თვითონ ცხოველს, თბილისის ზღვის ზოოპარკი უკვე გახლავთ ევროპის აკვარიუმებისა და ზოოპარკების ასოციაციის წევრი რაც ნიშნავს, რომ გვეყოლება შესაბამისი კონსულტანტები და კარგად გაწვრთნილი მომვლელები. ამ მიზნით მათ შარშან უკვე გაიარეს შესაბამის სწავლებები, რადგან ჟირაფები განსაკუთრებული ცხოველები არიან და ზოგადად დიდი ზომის ცხოველებთან ურთიერთობა რთულია, მათთან ერთად იქნებიან მარტორქები, ბეჰემოთები. მათ უკვე გაიარეს ტრენინგი ჰოლანდიაში და წელს კიდევ გაგრძელდება ეს პროცესი. ორი ჩვენი ვეტ-ექიმი გაემგზავრება სამხრეთ აფრიკაში რომ იქ უკეთესად შეისწავლონ ეს პროცესი“, – განაცხადა გურიელიძემ.

ცნობისთვის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ზოოპარკის მშენებლობა 48 ჰექტარ მიწის ფართობზე მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g