LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაქვს ჯანმრთელობის პრობლემები, რომელიც საშუალებას არ მაძლევდა აქტიურად ვყოფილიყავი ჩართული პოლიტიკურ პროცესებში – ბრძოლის შემართება არა თუ არ შემცვლია, გაძლიერებულიც მაქვს.. მალე დავბრუნდები“ – ელენე ხოშტარია

190
ელენე ხოშტარია

პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც რამდენიმე თვის წინ „გირჩი – მეტი თავისუფლებასთან“ გაერთიანდა, სოციალურ ქსელში წერს, რომ ჯანმრთელობის პრობლემების გამო, საჯაროდ ვერ აქტიურობს, თუმცა ყველა მნიშვნელოვან პროცესში ჩართულია:

„მეგობრებო, ძალიან არ მიყვარს პირადზე საუბარი საჯაროდ თუმცა ეხლა ჩავთვალე, რომ ჩემი დუმილი რაღაც პერიოდის განმავლობაში არასწორად შეიძლება იყოს აღქმული.

იანვრიდან მოყოლებული მაქვს ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები, რომელიც არ მაძლევდა საშუალებას საჯაროდ და აქტიურად ვყოფილიყავი ჩართული პოლიტიკურ პროცესებში.

რეალურად, ყველა მნიშვნელოვან პროცესში ჩართული ვარ ზურასთან და ჩვენ ძვირფას გუნდთან ერთად, ყველა გადაწყვეტილებას ერთად ვიღებთ და ერთად ვგეგმავთ, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად აქ არ ვარ.

წესით, მალე საჯაროდაც დავბრუნდები. იმაზე ბევრს არ ვილაპარაკებ, როგორ განვიცდი, რომ ჯანმრთელობამ ასეთ მნიშვნელოვან დროს მიმტყუნა. თუმცა, იმას კი ხაზგასმით ვიტყვი, რომ ცვლილებებისთვის ბრძოლის შემართება არა თუ არ შემცვლია, გაძლიერებულიც მაქვს იძულებითი შვებულების ფონზე.

ზოგს კი მოკლედ ვეტყვი, ნახევრად ხუმრობით: „ვერ მოგართვით“. – წერს ელენე ხოშტარია

მეგობრებო, ძალიან არ მიყვარს პირადზე საუბარი საჯაროდ თუმცა ეხლა ჩავთვალე, რომ ჩემი დუმილი რაღაც პერიოდის განმავლობაში…

Posted by Helen Khoshtaria on Tuesday, 12 March 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g