„იმედის დილას“ ესტუმრა ქეთა ბაღაშვილი, რომლის მიერ შექმნილმა ტრენდმა მთის სიმღერებსა და მამაკაცებზე მთელი ინტერნეტი აალაპარაკა. მისმა ვიდეომ 16 დღეში 53 მილიონი ნახვა დააგროვა.
„პირველი ვიდეო სპონტანური იყო, ჩემი სხვა კონტენტიც ასე კეთდება და თუ ინტერესია, მერე ვაგრძელებ ტრენდს. ნინო ჩხეიძის სიმღერაზე დავიწყე და დავწერე, ხევსურ ბიჭებთან ჩამაგდო ნეტა და მაპატკუცა-მეთქი. ეს პრანჭვას ნიშნავს. რომ მივხვდი, საზოგადოებაში ინტერესი გამოიწვია, მერე გავაგრძელე. მესიჯები ნაღმებად ჩავდე და შემდეგ განვავითარე. სამი მესიჯი მქონდა, რომელიც მინდოდა, საზოგადოებამდე მისულიყო. მთელი ცხოვრება ვგიჟდები ქართულ სიმღერებზე. მთის რეგიონების პოპულარიზაცია მინდოდა. ხალხმა თუშეთში გადმოწერა ტიკ-ტოკი. მესამე მესიჯი უკავშირდება ქალების გაძლიერებას, საერთოდ არ არის სირცხვილი, გამოხვიდე და თქვა, რომ მთის ბიჭი მოგწონს…“
გოგონა, რომელმაც TikTok სამყარო ააფორიაქა, ააცეკვა და აამღერა🤩 ახალი TikTok ტრენდი ხევსურ ბიჭებსა და მთის სიმღერაზე – გოგონა, რომელმაც TikTok სამყარო ააფორიაქა, ააცეკვა და აამღერა » ქეთას სუპერ პოპულარული ვიდეო „ტიკ-ტოკზე“, რომელსაც 16 დღეში 53 მლნ. ნახვა აქვს და პროფილზე 5.5. მლნ. ადამიანი მოიზიდა 😲 #იმედისდილისსტუმარი – ტიკტოკერი ქეთა ბაღაშვილი და მომღერალი დიტო ქისიშვილი
Posted by იმედის დილა / Imedis Dila on Thursday, March 14, 2024