LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ საკრედიტო რისკების კლასიფიკაციაში პოზიცია გაიუმჯობესა

144
OECD

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ქვეყნების საკრედიტო რისკების კლასიფიკაციის მიხედვით, 2024 წლის თებერვალში საქართველომ რეიტინგში მდგომარეობა ერთი საფეხურით გაიუმჯობესა.

აღნიშნულ ანგარიშში ქვეყნები 0-დან 7-მდე ქულით ფასდებიან (0 საუკეთესო ქულაა, ხოლო 7 ყველაზე დაბალი). საქართველოს ქულა 2007-2023 წლებში უცვლელი იყო და 6 ქულას შეადგენდა, 2024 წლის ინდექსში კი ის ერთით გაუმჯობესდა. ანალოგიური, 5 ქულა აქვთ ალბანეთს, ალჟირს, ბანგლადეშს, ყაზახეთს, იორდანიას, ჩრდილოეთ მაკედონიას და პარაგვაის.

ქვეყნების რისკის კლასიფიკაციის მიზანი ქვეყნის გადახდისუნარიანობის რისკის შეფასებაა.

რეიტინგის ზრდა, ანუ რისკის შემცირება, საქართველოს კერძო სექტორისთვის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.

აღსანიშნავია, რომ ინდექსში მაღალშემოსავლიანი ქვეყნები და OECD-ის წევრი ქვეყნები საერთოდ არ ფასდებიან. რაც შეეხება რეგიონის ქვეყნების შედეგებს, ის ასე ნაწილდება: აზერბაიჯანი – 4 ქულა; სომხეთი – 6 ქულა; რუსეთი – 7 ქულა; უკრაინა – 7 ქულა.

როგორც OECD-ში აცხადებენ, ქვეყნის რისკის კლასიფიკაცია არ არის სუვერენული რისკის კლასიფიკაცია და მათი შედარება არ უნდა მოხდეს სუვერენული რისკის იმ ანგარიშებთან, რომლებსაც კერძო საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოები აწარმოებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g