LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იუნა შაფათავა: „საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინება მაშინ გახდება შესაძლებელი, როცა…“

13

იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში აქვეყნებს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, როდის იქნება შესაძლებელი საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზება.

„საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზება მოხდება მხოლოდ მაშინ, როცა ათი მცნებიდან მეშვიდე„არა იმრუშო“ ამოვარდება და მცნება გახდება ცხრა. ეს კი არასოდეს მოხდება. თუ ეს დაგვიჯდება ევროპაში უვიზო მიმოსვლის ფასად, და მიგრძნობს გული, რელიგიის თავისუფალ არჩევანთან ერთად, სრულწლოვანების მიღწევისას, ევროპას ვერ დავემთხვევით, დაგვიჯდეს. ვიაროთ ვიზით და დავრჩეთ თვითმყოფად ერად ჩვენი მართლმადიდებლობით. თუ რწმენასა და ადამიანობას ჰქვია სიბნელე, გვერქვას ბნელები და თითით საჩვენებელი ქვეყანა გავხდეთ მსოფლიოში, რომელმაც ყველაზე ჰუმანური რელიგიის მცნებები გიჟ მსოფლიოსთან ინტეგრაციისთვის არ დათმო. გადავიტანთ. ადამიანია ღმერთი და ღმერთია ადამიანი. ჩვენ ადამიანობას და ღმერთს არ დავთმობთ“. – აღნიშნავს იუნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები