საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სპორტსმენი ილია თოფურია ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
„ამ ტიტულის მიღება ჩემთვის ძალიან დიდი პატივია. საქართველოდან, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე ისე წავედი. დღეს რომ ვბრუნდები და ასეთ ტიტულს ვიღებ, ეს სიამაყით მავსებს. პრეზიდენტო, მინდა ასეთი სიტყვებისთვის მადლობა გადაგიხადოთ“, – განაცხადა ილია თოფურიამ.