პოპულარული მომღერლის და ჯგუფ ”ვიაგრა”-ს ყოფილი სოლისტის, ანა სედოკოვას ცხოვრებას სამი მილიონი ადამიანი ნახულობს ყოველდღიურად სოც-ქსელის მეშვეობით. ის მუდამ იმყოფება კამერების კონტროლის ქვეშ, თუმცა, თავად მომღერალი იშვიათად აქვეყნებს ინფორმაციას ოჯახური ცხოვრების შესახებ.
მექსიკაში მოგზაურობის დროს, ანამ ამ თემისადმი დამოკიდებულება შეიცვალა და საკუთარი რეალითი შოუს წამოწყება გადაწყვიტა, რომელშიც მონაწილეობას მის გარდა მისი მეუღლე სერგეი და შვილები, ალინა და მონიკა მიიღებენ.
რეალითი შოუს პირველ ნაწილში ანა, ალინა, მონიკა და სერგეი გულშემატკივრებს ყველაზე საინტერესო დეტალებს გააცნობენ ოჯახური მოგზაურობიდან. ღირშესანიშნაობებისა და საყვარელი გასართობი საშუალებების გაცნობასთან ერთად, დიდი ოჯახი რჩევების დარიგებასაც აპირებს, მაგალითად: როგორ შევარჩიოთ დასასვენებლად მთელი ოჯახისთვის დამაკმაყოფილებელი სასტუმრო…
გარდა ამისა, ანას გეგმებში შედის გააცნოს გულშემატკივრებს საუკეთესო მომენტები კონცერტებიდან, რომელიც პირველი სადებიუტო ალბომის პრეზენტაციის ფარგლებში რუსეთის მასშტაბით გაიმართება…
