LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა ტუღუში: „როგორ უნდა აკონტროლონ ლგბტ თემის პოპულარიზაცია, ვინ უნდა გააკონტროლოს?  – ცენზურა შემოაქვთ, თუ მორალის პოლიცია? შემდეგი ნაბიჯი რა არის? ჩამოხრჩობა?“

155
ლაშა ტუღუში

„ცდილობენ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს მათ სიწმინდეებს იცავენ – ეს არც პატრიოტულია, არც ეროვნულ ინტერესებს ემსახურება და არც ოჯახურ ღირებულებებს, ის ემსახურება კონკრეტული პარტიის პერსონალურ ინტერესებს“, – ამის შესახებ „ლიბერალური აკადემია თბილისის“ დირექტორმა, ლაშა ტუღუშმა განაცხადა.

აღნიშნულით მან„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა და თქვა, რომ „სახეზეა ანტიდასავლური პოლიტიკა“.

ლაშა ტუღუშმა ამ თემაზე „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ „კანონპროექტი კი არ შემოიტანეს, პრინციპები შემოიტანეს, რომ, რაც შეიძლება მეტად დააზიანონ ოპოზიცია და საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ხვდება, რომ ეს არის კლასიკური პროვოკაცია.“

ასევე ნახეთ

როგორც „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ აღნიშნა, იმედოვნებს, არავინ მოითხოვს საქართველოსგან იმას, რაც არ არის მიღებული არცერთ ევროპულ ქვეყანაში.

„თავიდან ამბობდნენ, რომ ეს არის ფსევდო-ლიბერალური ბრძოლა. ვინ არის ფსევდო-ლიბერალური და ფსევდო-კონსერვატორი, ეგ კიდევ გასარკვევია. ფსევდო-კონსერვატორი არიან თავიდან ბოლომდე, რადგან რასაც გვთავაზობენ, კონსერვატიზმის საპირისპიროა. გვაჩვენონ ერთი განვითარებული ქვეყანა, სადაც მსგავსი არის წარმოდგენილი კონსტიტუციაში. რუსულ კონსერვატიზმს თუ იღებენ მაგალითად, გასაგებია, რომ არიან კონსერვატორები.

„ჩვენი პასუხისმგებლობაა, დავიცვათ ნებისმიერი ადამიანის კონსტიტუციური უფლება და თავისუფლება, როგორი არატრადიციული ცხოვრების წესიც არ უნდა გააჩნდეთ და ასევე ძალიან პრინციპულად დავიცვათ ოჯახური ღირებულებები“ – მამუკა მდინარაძე

კონსერვატიზმი არ არის რუსული მოვლენა, ეს არის დასავლური მოვლენა. ვის უსწორდებიან, ვინ არის მათი მაგალითი? რომელი ქვეყანაა მათი მაგალითი? ვერ გვეტყვიან ასეთ მაგალითს და ამიტომაც ვფიქრობ, რომ ესენი არიან ფსევდო-კონსერვატორები. თუ დუგინის კონსერვატიზმი უნდათ, მაშინ მისაღებია.

ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს მათ სიწმინდეებს იცავენ. ასე არ იცავენ ოჯახურ ღირებულებებს. ასეთი კანონებით ვერ დაიცავ. ეს არც პატრიოტულია, არც ეროვნულ ინტერესებს ემსახურება და არც ოჯახურ ღირებულებებს. ის ემსახურება კონკრეტული პარტიის პერსონალურ ინტერესებს“, – განაცხადა ტუღუშმა.

„არჩევანი შემდეგია: ან ეროვნული დროშა, ან – ლგბტ დროშა“ – გურამ მაჭარაშვილი

მისივე მოსაზრებით, „ქართული ოცნების“ მიერ „ოჯახური ღირებულებათა შესახებ“ ცვლილებების წარმოდგენა არის პროვოკაცია იმისათვის, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში საარჩევნოდ ხმები მოიპოვონ.

„ვფიქრობ, ვინც ეს კანონი შემოიტანა, კარგად ესმის, რომ ამ კანონის მიღების შანსი არ აქვთ. საერთოდ, კონსტიტუციურ წესრიგს ცვლიან, რადგან მეორე თავი უნდა დახიო და გადააგდო და მიიღო ისეთი ნორმები, რომლებიც შენს დემოკრატიულობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

ამ სიტუაციისთვის დამახასიათებელია ტერმინი – კლასიკური პროვოკაცია, რაც გათვლილია არჩევნებში რაღაცების მიღწევაში. მათ სხვა მიზანი არ აქვთ. ეს არის პროვოკაცია იმისათვის, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ხმები მოიპოვონ.

მეგრელიშვილი: „ტექსტი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა, არის აბსურდი და ადამიანის უფლებების შემზღუდავი – ადამიანს აქვს სრული უფლება თავის სხეულს როგორც უნდა ისე მოექცეს“

ნათელია, რომ ისინი საკონსტიტუციო უმრავლესობის მობილიზებას ვერ შეძლებენ, პარლამენტში ხმების ¾-ს ვერ მიიღებენ, შესაბამისად, ეს არის არჩევნებისთვის. თეორიულად, რომ დავუშვათ და მიიღონ მსგავსი პროექტი, რა თქმა უნდა, ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება“, – განაცხადა ტუღუშმა.

როგორც მანვე აღნიშნა, თუკი აღნიშნულ კანონპროექტს მიიღებენ, აღსრულებასთან დაკავშირებით პრობლემები იქნება.

„რას იზამენ? ცენზურა შემოაქვთ, მორალის პოლიცია შემოაქვთ თუ ზნეობის პოლიცია? შემდეგი ნაბიჯი რა არის? ჩამოხრჩობა თუ რას აპირებენ?

აკრძალულია ადამიანის სქესის შეცვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა – კიდევ რას ითვალისწინებს „ქართული ოცნების“ მიერ კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები

ეს ნიშნავს იმას, რომ აკონტროლებ წერას, მხატვარს, რეჟისორს, მეცნიერს, ლექტორს და აკონტროლებ ყველას იმის გამო, რომ რამე არ თქვას. როგორ უნდა აკონტროლონ პოპულარიზაცია და ვინ უნდა გააკონტროლოს? წარმოუდგენელი რაღაც არის, როგორ აპირებენ ამის გაკეთებას? რომც მიიღონ, აღსრულების სერიოზული პრობლემა იქნება.

ასეთი თამაშებით იმედი აქვთ, რომ რაღაც ქულებს და ხმებს მოიპოვებენ არჩევნებში. ეს არის სევდის მომგვრელი“. – განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

მამუკა მდინარაძე: არსებობს გამოწვევა ერთნაირ სქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებით და ჩვენ ეს კარი ამოვქოლეთ – ან ევროპა, ან ლგბტ პროპაგანდა, საკითხი ასე არ უნდა დადგეს

magti 5g