LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: როგორი მეუღლეა ბუდუ ზივზივაძე: „არ გვყავს არც დამხმარე და არც ძიძა, ბუდუ და მე თანაბრად ვართ ჩართული ბავშვის აღზრდაში…“

977
ბუდუ ზივზივაძე და ნინი კვერბაძე

თაკო ჩხეიძეს საკუთარ რუბრიკაში ფეხბურთელ ბუდუ ზივზივაძის მეუღლე, ნინი კვერნაძე ესტუმრა, რომელმაც ქმრის და ოჯახის შესახებ ისაუბრა.

ნინი კვერნაძე წინასამატჩო განწყობას აფასებს:

„ძალიან კარგი განწყობა გვაქვს, განსაკუთრებით წინა თამაშის მერე. ბუდუც და ბიჭებიც, რომ ველაპარაკები, უფრო განსხვავებულად არიან განწყობილები…“

ნინი აღნიშნავს, რომ ფეხბურთელობის ცოლობას დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს:

„ბევრი მოგზაურობა გვიწევს, სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრება… უარყოფითი მხარე ისაა, რომ შენი ოჯახის წევრები არ არიან შენ გვერდით, არც ახლობლები, არა გაქვს სახლი, ფაქტობრივად, ნულიდან იწყებ ყველაფერს.

სიმართლე გითხრათ, ჩემთვის დიდად დამღლელი არ არის, თვითონაც მეხმარება ყველაფერში, მორალურად, ბავშვის მხრივაც. ვერ ვიტყვი, რომ მარტო ვზრდი ბავშვს, თანაბრად ვართ ჩართულები შვილის აღზრდაში.

არ მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. წინა თამაშის მერე იმდენი მოლოცვა მოგვდიოდა, იმ საღამოს რომ დავიწყეთ, მეორე საღამოს ძლივს დავდეთ ტელეფონი. ცოტა ინტროვერტი ვარ და დიდად არ მომწონს ამდენი ყურადღება. გავუძლებ, თუ ასეთი წარმატებული იქნება.

ისე გამოვიდა, რომ თავი ოჯახს მივუძღვენი. ყოველ წელს სხვადასხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ, ენა რომ არ იცი, რა უნდა გააკეთო. თან, ბავშვიდან გამომდინარე. არც ძიძა გვყავს, არც დამხმარე და ჩემი 24 საათი შაის ეკუთვნის. მიყვარს ენების სწავლა და თუ თავისუფალი დრო მაქვს, ამას ვუთმობ. ესპანურსა და კორეულს ვსწავლობ…“

ნინი აღნიშნავს, რომ ამ თამაშებისთვის მისი მეუღლე გამორჩეულად ემზადებოდა. ძალიან უყვარს ტკბილი, მაგრამ თვენახევარია, არ უჭამია.

„იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვი გვყავს, ვცდილობთ, ჯანსაღად ვიკვებოთ. შაის და ბუდუს ერთნაირი კვების რეჟიმი აქვთ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g