LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: რა ხდება ოთო ფოლადაშვილსა და ჯულიანა ბარგნარს შორის: „რამდენად მინდა, რომ სხვებმა განიხილონ ჩემი ურთიერთობა, ეს სხვა საკითხია…“

1681
ოთო და ჯულიანა

„იმედის დილა“ საცეკვაო სტუდიაში ესტუმრა ოთო ფოლადაშვილსა და ჯულიანა ბარგნარს.

მოცეკვავეებმა ისაუბრეს ერთმანეთთან კარგ დამოკიდებულებაზე და იმაზე, როდის შეხვდნენ ერთმანეთს პირველად. გარდა ამისა, წამყვანის კითხვაზე, რა ხდება მათ შორის, ჯულიანა პასუხობს: „ყველაფერი კარგი. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ოთო არის არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც შეუძლია ფანტასტიკური მეგობრობა. როგორც მეგობარი, ძალიან კარგია… მე ვთვლი, რომ პირადი ურთიერთობა ამიტომაც ჰქვია, რომ პირადია. რამდენად მინდა, რომ სხვებმა განიხილონ ჩემი ურთიერთობა, ეს სხვა საკითხია…“

გარდა ამისა, ჯულიანამ აღნიშნა, რომ ოთოს მოულოდნელი სიურპრიზების გაკეთება უყვარს და გაიხსენა, როცა მოსწავლეებთან ერთად იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ. შეჯიბრება კი 8 მარტს დაემთხვა: „გოგონები ვსეირნობდით. გვქონდა თავისუფალი დრო. უცებ ოთო გაქრა, ცოტა ხანში მოდის ძალიან დიდი თაიგულით და ყველას დაგვირიგა ყვავილები. ძალიან სასიამოვნო იყო…“

ოთო:

„ძალიან კარგი შედეგი დადეს მოსწავლეებმა. კონკურსის მერე 8 მარტი დაემთხვა, ყველა მანდილოსანი იყო, მხოლოდ მე ვიყავი მამაკაცი და მივხვდი, რომ რაღაცით უნდა გამეხარებინა. სიუპრიზებს არ ვიმახსოვრებ, მიყვარს მათი ექსპრომტად კეთება. ძალიან მიხარია, რომ გაგაბედნიერე…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g