„გილოცავთ, საქართველო უკვე ევროპაშია!”, – წერს სოციალირ ქსელში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და საზოგადოებას ისტორიულ მატჩში გამარჯვებას ულოცავს:
„ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს სძლია.
ასევე ნახეთ
საქართველოს ნაკრები რესპუბლიკის მოედანზე გამარჯვებას გულშემატკივართან ერთად ზეიმობს
ანგარიშის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა და საქართველოს სასარგებლოდ – 4:2 დასრულდა. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს დორტმუნდში თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ 18 ივნისს ჩაატარებს.“ – წერს სალომე ზურაბიშვილი.
გილოცავთ! 🇬🇪
Posted by სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili on Tuesday 26 March 2024