„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელებს ხელფასების 25%-იანი კლება ემუქრებათ, თუ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავლენ.
ამ წუთისთვის მანკუნიანელები სალიგო ოთხეულს 6 ქულით ჩამორჩებიან და ასეთი თამაშით ევროპა ლიგის მოგებაც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა.
მსგავსი ზომები აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ გილმა პირველად ჯერ კიდევ ფერგიუსონის ეპოქაში, 2012 წელს შემოიღო. თუმცა ეს ოფცია მხოლოდ რამდენიმე კონტრაქტში შევიდა და სანქციები არ შეხებია დიდ ნაწილს, რომელთაც დევიდ მოიესის ხელმძღვანელობით 2013/2014 წლების სეზონი ჩააგდეს.
სწორედ ამის შემდეგ „მანჩესტერის“ ხელმძღვანელობამ აღნიშნული პუნქტი ყველა ახალ და გახანგრძლივებულ კონტრაქტში შეიტანა.
The Mirror წერს, რომ საუბარი ანაზღაურების 25%-იან შემცირებაზეა და ის თითოეულ ფეხბურთელს შეეხება.