LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2016 წლის Chevrolet Camaro SS, რომლის სიმძლავრეც 1000 ცხენის ძალაა (ვიდეო)

25

2016 წლის Chevrolet Camaro SS, რომელიც ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტომობილია, ტუნინგატელიემ Hennessey კიდევ უფრო მძლავრი და სწრაფი გახადა. ატელიეში მოხვედრის შემდეგ, ავტომობილის სიმძლავრე 1000 ცხენის ძალამდე გაიზარდა.

ტუნინგატელიე Hennessey ამერიკულ ბაზარზე საკმაოდ დიდი პოპულარობით სრგებლობს, ხოლო მათ მიერ დამზადებული სუპერქარი Hennessey Venom F5 2016 წლის ყველაზე სწრაფ ავტომობილად დასახელდა.

რაც შეეხება Chevrolet Camaro SS-ს. მას შემდეგ, რაც ავტომობილი Hennesey-ს ბოქსებში მოხვდა, აღიჭურვა LT1 V8 ტიპის ძრავით, რომელსაც 4 ინჩიანი სპორტული მუხლა ლილვი აქვს, შესაბამისად ძრავის მოცულობა 6.8 ლიტრამდე გაიზარდა. გარდა ამისა, ძრავში ჩამონტაჟდა ალუმინის დგუშები, უფრო მძლავრი ინტერქულერის სისტემა, სპორტული ცილინდრები, ახალი ECU სისტემა და გამშვები სისტემა. ამჟამად ავტომობილის ტექნიკური მონაცემები ასე გამოიყურება: 1,000 Hp 6,800rmp-სთან და 887ლბ თორქი 4,200rmp-სთან.

გარდა ამისა, ავტომობილის შეძენისას ახალი მფლობელი 1,000 ცხენის ძალიან Camaro SS-სთან ერთად სპეციალურ სერთიფიკატსა და რამდენიმეწლიან გარანტიას მიიღებს. დამატებით კი, ტუნინგატელიე Hennessey მომხმარებლებს იგივე ავტომობილის 500, 600 და 650 ცხენისძალიან მოდელებსაც სთავაზობს. აღსანიშნავია ისიც, რომ მოთხოვნის შესაძლებელი იქნება 700, 750, 800 და 1,100 ცხენის ძალიანი მოდელების შეძენაც.

პროექტის დასრულებული სახე კი შეგიძლიათ ქვემოთ მოცემულ ვიდეოებში იხილოთ…

 

2016 Chevrolet Camaro SS საბაზისო Dyno ტესტი

 

იგივე ავტომობილი Hennessey-ს ბოქსებში მისვლისას

 

 

2016 Chevrolet Camaro SS 1,000 Hp Hennessey ფინალური აჩქარების ტესტი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები