რამდენიმე ხნის წინ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ავტომობილის კომპიუტერული ვირუსით დავირუსება შესაძლებელი იქნებოდა. გასულ პერიოდში ავტომობილის დაზიანება მხოლოდ მექანიკური გზით შეიძლებოდა, რომელიც არასწორი კომპიუტერული შემოწმებითა და დაერთებით იქნებოდა შესაძლებელი. თუმცა, გავიდა დრო და ტექნოლოიურმა განვითარებამ, ავტომწარმოებლები ავტომობილების კომპიუტერული ვირუსით დაზიანებაზე ალაპარაკდნენ…
მაგალითად: ამერიკაში, 2010 წელს ტეხასის შტატში ავტომფლობელები საკმაოდ უცნაური შემთხვევის მსხვერპლნი გახდნენ. მათმა უმეტესობამ ისიც კი იფიქრა, რომ ავტომობილში დემონი ჩაუსახლდათ და სატრანსპორტო საშუალების გადაგდებაც კი დააპირეს.
100-მდე ავტომფლობელს ერთი საერთო ჰქონდა: ისინი ერთი და იმავე ავტოსერვისცენტრის Texas Auto Center მომხმარებლები იყვნენ, ხოლო პრობლემა ავტომობილის მხრიდან სრულ დაუმორჩილებლობაში გამოიხატებოდა. თვითნებურად ირთვებოდა სიგნალიზაცია, იხსნებოდა ფანჯრები, მუსიკა… ამ ყველაფრის მოგვარების ერთადერთი საშუალება კი აკუმულიატორის ამოღება გახლდათ.
ამ შემთხვევასთან დაკავშირებით შესაბამისი გამოძიება ჩატარდა და გაირკვა, რომ პრობლემის უკან ავტოსერვისის ყოფილი თანამშრომლები იდგნენ, რომლებმაც გადაწყვიტეს ავტოსერვისისთვის სამაგიერო ჰაკერული თამაშებით გადაეხადათ. როგორც გაირკვა ყოფილი თანამშრომლებისგან შექმნილმა ჯგუფმა გატეხა ადმინისტრაციული ბაზა, რამაც მათ საშუალება მისცათ მიეღოთ წვდომა Texas Auto Service-ს ბაზაში არსებულ ნებისმიერ ავტომობილზე.
მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი თანამშრომლებისგან შექმნილი ჰაკერული ჯგუფის წევრების დაკავება მოხდა, ამ საქციელმა ავტომწარმოებლები დააფიქრა, რამდენად უსაფრთხოა ავტომობილის კომპიუტერული სისტემები და ემუქრებათ თუ არა მათ სხვადასხვა ტიპის ვირუსული დაზიანებები…
მიუხედავად იმისა, რომ ჰაკერულმა თავდასხმამ ავტომფლობელებს დიდი ზიანი არ მოუტანა, მსოფლიო თავდაცვით სისტემებზე და ავტომობილების დამოუკიდებლობაზე ალაპარაკდა. 2010 წელსვე ამერიკულმა უნივერსიტეტებმა ამ თემასთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებები, გამოკვლევები და ფაქტები წარმოადგინეს. გამოკვლევების მიხედვით კი დამტკიცდა, რომ იმ შემთხვევაში თუ ავტომობილი ვირუსის მსხვერპლი გახდება, ის არამხოლოდ ცენტრალურ კომპიუტერს, არამედ ავტომობილის მთლიან პარალიზებას გამოიწვევს, რაც გამოიხატება, როგორც სამუხრუჭე სისტემის დაზიანებასა, აგრეთვე საჭის მართვის, უსაფრთხოებისა თუ სხვა, მნიშვნელოვანი სისტემების უფუნქციობას. რაც საბოლოო ჯამში, სავალალო შედეგებით დამთავრდება ავტომფლობელთათვის.
თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ავტომწარმოებლები მაქსიმალურად ცდილობენ ავტომობილები ასეთი სიტუაციებისთვის მაქსიმალურად მზად იყვნენ. ამისთვის კი უახლეს მოდელებში უამრავი გაჯეტები, ანტივირუსული სისტემები და სხვა მსგავსი დამცავი მექანიზმები მონტაჟდება. ასეთი სისტემები ავტომობილის დამოუკიდებლობასა და მაქსიმალურ უსაფრთხოებას განაპირობებს, რაც გამოიხატება იმაში, რომ უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ნებისმიერ მოდელს ვირუსული თავდასხმების მოგერიება თავადვე შეუძლია.
არის თუ არა ბოლომდე ჩვენი ავტომობილი დაცული? ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს. ავტომწარმოებლები მაქსიმალურად ცდილობენ განიხილონ და გამოიკვლიონ ნებისმიერი შემთხვევა, რაც ავტომობილის მექანიკურ თუ ავტომატურ დაზიანებას ეხება. ყოველ ჯერზე ისინი უფრო დახვეწილ, დაცულ, გაჯეტებითა და უსაფრთხოების სისტემებით დამზადებულ ავტომობილებს გვთავაზობენ, რაც ავტომობილებს თავდაცვით დამოუკიდებლობას ანიჭებს.
გამართული კომპიუტერული სისტემა ავტომობილის თითქმის ყველა დეტალს აკონტროლებს და მის ფუნქციონალურობაზე აგებს პასუხს. ეს ეხება როგორც უსაფრთხოების ბალიშებს, აგრეთვე სამუხრუჭე, საჭის სამართავ თუ ABS სისტემებს. ცენტრალური კომპიუტერის დაზიანება ავტომობილის სრულ დემობილიზაციას იწვევს, რაც მძღოლისთვის არც თუ ისე სასიამოვნოა.
ძველად ავტომობილის ძირითად კომპიუტერში ვირუსის მოხვედრის ერთადერთი საშუალება მისი დიაგნოსტიკის კომპიუტერზე შეერთება და ვირუსის მექანიკურად გავრცელება გახლდათ. დღეს კი ჩვენს წინაშე გლობალურ ქსელში ჩართული მილიონობით ავტომობილია, რომელზე წვდომაც უამრავი მეთოდით შეიძლება.
ვირუსული თავდასხმებისგან დასაცავად ავტომწარმოებლები ძალღონეს არ იშურებენ. როგორც მათი წარმომადგენლები აცხადებენ დღითიდღე უმჯობესდება თავდაცვითი სისტემები. მათ ესმით, რომ უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი ავტომობილები ვირუსული დაზიანების რისკის ქვეშ იმყოფებიან და მაქსიმალურად გააუმჯობესონ თავდაცვითი სისტემები. ამ საკითხში ყველაზე დიდ წარმატებას კომპანია Mercedes-Benz-მა და Volvo-მ მიაღწიეს.
საბოლოო ჯამში, თუ ავტომწარმოებლებს დავუჯერებთ ავტომობილები, რომლებიც უახლესი ტექნოლოგიური მიღწევებით არიან აღჭურვილი, საკმაოდ მძლავრი თავდაცვითი უნარი გააჩნიათ. შესაბამისად, მათი ვირუსული დაზიანების პროცენტული მაჩვენებელი სულ რაღაც 25%-ს შეადგენს. თუმცა, მათივე თქმით, გაუმჯობესებითა და უახლესი სისტემების დანერგვით ავტომობილის თავდაცვითი უნარი რამდენიმე წელიწადში 90%-ს მიაღწევს…