ფილიპ კირკოროვი და ალა პუგაჩოვა უკვე 10 წელზე მეტია რაც ერთმანეთს დაშორდნენ თუმცა, დღემდე მეგობრული ურთიერთობა აქვთ და ერთად აღნიშნავენ სადღესასწაულო დღეებსა თუ უქმეებს.
ყოფილ ვარკსვლავურ წყვილს დღემდე უპრეტენზიო ურთიერთობა აქვს თუმცა, ერთ-ერთი ინტერვიუში კირკოროვი გამოტყდა, რომ დღემდე ადანაშაულებს საკუთარ თავს საყვარელი ქალბატონის დაკარგვაში.
”როგორ დავკარგე ის? ნუ მკითხავთ. მესმის, რომ მიყვარდა, მაგრამ სამწუხაროდ ცუდად მოვიქეცი, რის გამო დავისაჯე კიდეც. ახლა უკვე ყველაფერი გვიანია” – გამოტყდა კირკოროვი. აქვე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე მისთვის მთავარი, ბედნიერი ალას ხილვაა…