LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბაშაში საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს

patruli

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია მეორე თანამშრომელიც, თუმცა მას მცირე ნაკაწრი აღენიშნება.

შსს-ში კი აცხადებენ, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სხეულის დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა.

“დანაშაულში ბრალდებული პირი დადგენილია და მის დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს”, – აღნიშნავენ უწყებაში.

ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალის სამედიცინო დირექტორმა დავით ჯანაშიამ განაცხადა, რომ დაჭრილ საპატრულო პოლიციის თანამშრომელს გულ-მკერდის და მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობები აღენიშნება.

მისივე თქმით, პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა და ჯერჯერობით გართულებების საფრთხე კიდევ რჩება.

„გულ-მკერდის და მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობები ჰქონდა. დაზიანებული იყო დიაფრაგმა, ელენთა და პანკრეასი. საფრთხის შემცველი ჯერჯერობით არის. ტრავმულ ჰემორაგიული შოკი და მძიმე მდგომარეობა იყო, ჯერჯერობით გართულებების საფრთხე რჩება“, – განაცხადა დავით ჯანაშიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები