შვედური მუსიკალური ჯგუფის, ABBA-ს წევრებმა: აგნეტა ფელსკოგმა, ბიორნ ულვეუსმა, ბენი ანდერსონმა და ანი-ფრიდ ლინგსტადმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ მომავალში კონცერტების გამართვას აღარ გეგმავენ.
„ისინი აღარ გამოვლენ, როგორც ჯგუფი“,-განაცხადა მათმა წარმომადგენელმა, გორელ ჰანსერმა. მისივე თქმით, ახალ სიმღერებს მათი ჰოლოგრაფიული გამოსახულებები შეასრულებენ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ 35 წლიანი პაუზის შემდეგ, ABBA პირველ სიმღერას ჩაწერს.