LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ABC News: „ქართველი ემიგრანტი აშშ-ის საიმიგრაციო დაკავების ცენტრში გარდაიცვალა“

141
აშშ

ამერიკის შეერთებული შტატების საიმიგრაციო და საბაჟო დაკავების ცენტრში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა – ამის შესახებ ინფორმაციას ABC News ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, გარდაცვლილი 43 წლის მამუკა ართმელაძეა. მედიის ცნობითვე, საქართველოს მოქალაქე 4 ივნისს, ლუიზიანას შტატში მდებარე უინის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა.

ICE-ის წარმომადგენლების განცხადებით, მამაკაცი საპატიმროში უგონო მდგომარეობაში იპოვეს, რის შემდეგაც სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ნიუ ორლეანში თებერვალში ჩატარებული ოპერაციის დროს დააკავეს, რომელიც მიმართული იყო კომერციული ავტომობილების მძღოლების წინააღმდეგ, რომლებიც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ.

„ის დააკავეს მას შემდეგ, რაც ოფიციალურმა პირებმა დაადგინეს, რომ მას აშშ-ში დარჩენის კანონიერი სტატუსი არ ჰქონდა“, – აცხადებენ ICE-ში.

magti 5g