LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბიტურიენტების ნაწილი განათლების სამინისტროსთან აქციას აანონსებს

cms-image-000047650

აბიტურიენტების ნაწილი კვირას, 3 თებერვალს განათლების სამინისტროსთან აქციას აანონსებს. ისინი მოითხოვენ, რომ სკოლის გამოსაშვები გამოცდები მე-11 კლასელების მსგავსად, მე-12 კლასელებსაც გაუუქმდეთ. აქცია სოციალურ ქსელში დაიგეგმა.

“ყველა აბიტურიენტი, ვინც უსამართლობას არ ურიგდება, კვირას 3 საათზე ვიკრიბებით განათლების სამინისტროსთან და მშვიდობიანად მოვითხოვთ საკუთარი უფლებების დაცვას! გაუქმდეს მეთორმეტე კლასის გამოცდები, ისევე როგორც მეთერთმეტეებისა და მომავალი მეთორმეტეების გამოცდები გაუქმდა! კვირას 3-ზე, როდესაც წესით აბიტურიენტების უმრავლესობას გაკვეთილები აღარ გვაქვს, შევიკრიბოთ და დავიცვათ ჩვენი უფლებები! მოგვცენ ეროვნული გამოცდების მშვიდად ჩაბარების საშუალება!”, – წერია Facebook-ზე ღონისძიების ანონსში.

შეგახსნებეთ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, სოფო გორგოძის ინფორმაციით, 2020 წელს მე-11 და მე-12 კლასელებისთვის სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება. გორგოძის განმარტებით, მე-11 კლასის მოსწავლეები გამოსაშვებ გამოცდებს 2019 წელს აღარ ჩააბარებენ, თუმცა ამ გამოცდის ჩაბარება მოუწევთ მე-12 კლასელებს. მისივე თქმით, სკოლა ატესტატს აკადემიური მოსწრების საფუძველზე გასცემს.

ამასთან , 2020 წლიდან ზოგადი ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება სავალდებულო აღარ იქნება.

magti 5g