LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბიტურიენტებს საგამოცდო საგნების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა 18:00 საათამდე შეეძლებათ

162
d595b060bcece7d68990252138546764

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის დარეგისტრირებულ აბიტურიენტებს საგამოცდო საგნის შეცვლა, წაშლა, დამატება ან შემოქმედებითი ტურის არჩევა 7 მაისის 18:00 საათამდე შეეძლებათ.

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ ვადის ამოწურვის შემდეგ აბიტურიენტებს ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა მხოლოდ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ექნებათ.

ამასთან, მათივე ცნობით, 7 მაისის 18:00 საათამდე ექნებათ ტესტის ტიპის შეცვლის საშუალება საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილე კანდიდატებსაც.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება.

მესამე ეტაპი აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღეს დასრულდება და ამის შემდეგ აბიტურიენტები განაცხადში ცვლილებებს ვეღარ შეიტანენ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს ყველა აბიტურიენტს, გაითვალისწინოს ვადები და საგამოცდო პროცედურები, რის შესახებაც დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ვებგვერდზე: www.naec.ge.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g