LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბროლაურში ფრენები იანვრიდან დაიწყება: რა ეღირება ბილეთი?

105

უახლოეს დღეებში ამბროლაურის აეროდრომი გაიხსნება. აღნიშნული დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე, 2016 წლის შეჯამებისას დაანონსა.

როგორც ”ფორტუნას” საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, ქეთი ალექსიძემ განუცხადა ამბროლაურის აეროპორტში ოპერირებას ავიაკომპანია ”სერვის ეარი” განახორციელებს. ფრენები კი ამ მიმართულებით იანვრის შუარიცხვებიდან დაიწყება. ”რაც შეეხება ავიაბილეთის ღირებულებას, ასევე ფრენების სიხშირეს და სხვა საკითხებს, ამაზე მსჯელობა ახლა მიმდინარეობს და დეტალები უახლოს პერიოდში გახდება ცნობილი. თუმცა, სავარაუდოდ, ზამთრისა და გაზაფხულის სეზონზე კვირაში ორი რეისი შესრულდება, ზაფხულში კი ფრენების სიხშირე გაიზრდება”, – აღნიშნა ალექსიძემ.

მისივე ინფორმაციით, ერთი გზა, სახელმწიფოს სუბსიდიით, წინასწარი ვარაუდით, 60 ლარი ეღირება.

ცნობისთვის, ამ ეტაპზე კომპანია ”სერვის ეარი” ნატახტარიდან და ქუთაისიდან მესტიის მიმართულები დაფრინავს – ნატახტარიდან კვირაში 6 სიხშირით, ხოლო ქუთაისიდან – 2 სიხშირით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g