„მაინც მქონდა იმის იმედი, რომ ეს დღეს არ მოხდებოდა“, – ამის შესახებ ჟურნალისტმა, ნინო ზაუტაშვილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებაზე საუბრისას განაცხადა.
„ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი: „პასუხისმგებლობას არ გავურბივარ“
როგორც ზაუტაშვილმა აღნიშნა, სასამართლომ თავისი ნამდვილი სახე კიდევ ერთხელ გამოავლინა:
„ბათუმელების“ დამფუძნებელს – მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდეს
გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო, რასაც ადგილზე შეკრებილი მოქალაქეებისა და ამაღლობელის მხარდამჭერების მხრიდან შეძახილები მოჰყვა.
„მაინც მქონდა იმის იმედი, რომ დაპატიმრება დღეს არ მოხდებოდა. აბსოლუტურად დესტრუქციული, მოშლილი, ჩამოშლილია სასამართლო, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით ყოველ წუთს – გინდა თბილისში, გინდა ბათუმში. კიდევ ერთხელ, გამოავლინა თავისი ნამდვილი სახე და ამ ადამიანს [მზია ამაღლობელს] ორი თვით წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. ეს არის ძალიან მძიმე საყურებელი, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება“, – განაცხადა ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ნინო ზაუტაშვილმა.
ინგა გრიგოლია: „პირველი დაჭერილი ჟურნალისტი, ბიძინას პირადი პოლიტიკური პატიმარი… არ დაგავიწყდეთ, პირდაპირ ეთერში რომ კლავდნენ მაკა ჩიხლაძეს, გიორგი შეწირულს, გურამ როგავას, ალექსანდრე ქეშელაშვილს, არავინ დასჯილა!“
„55-ზე მეტი ჟურნალისტია დაშავებული და დაზარალებული ბოლო მოვლენებისას, დასჯილი – არავინ!!!“ – წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.