“აბსურდის თეატრი, სახელად “ივანიშვილის სასამართლო” გრძელდება, მზეთუნახავივით მალავენ ბადრი გავაშელიშვილს, წინაზე სკაიპით უნდოდათ დაეკითხათ და სადღაც ბუჩქებიდან ჩართეს, ახლა იძახიან ვიღაც ექსპერტებს მოვიყვანთო.” – განაცხადა საქალაქო სასამართლოში მისულმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ, სადაც აეროპორტის ინციდენტთან დაკავშირებით, მისი პროცესი იმართებოდა.
როგორც უგულავამ აღნიშნა, “არავინ უნდა შეიქმნას ილუზია, რომ სანამ ქვეყანას ივანიშვილი აბასთუმნის ტყეებიდან მართავს, სასამართლოში რაიმე შეიცვლება”
“ეს სიგიჟე გრძელდება და ნუ შევიქმნით ილუზიას, რომ სანამ ივანიშვილი აბასთუმნის ტყეებიდან მართავს ამ ქვეყანას რაიმე შეიცვლება სასამართლოში. სასამართლო იქნება თავისუფალი მხოლოდ კოალიციური მთავრობის პირობებში, სადაც მთავრობა იქნება შეზღუდული და მოსამართლეს ექნება თავისუფლება.
სანამ არაფორმალურ მმართველებს თუ ტიტანებთან გათანაბრებულ პირებს ექნებათ ამბიცია, რომ ამ ქვეყანას ფლობენ, მანამდე სასამართლო იქნება ჯიბეში და ისეთი უმსგავსო, რასაც ვაკვირდებით. პოლიტიკური რეპრესიები ამ ქვეყანაში ივანიშვილთან ერთად დასრულდება, მაგრამ სანამ ივანიშვილი იქნება, ეს გასართობი არ მოგვაკლდება.” – თქვა უგულავამ.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში, აეროპორტის ინციდენტთან დაკავშირებით, პოლიტიკოს გიგი უგულავას პროცესი იმართება.
შემთხვევა თბილისის აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. უგულავას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს.
