LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აცერით თქვენი შვილები, რათა დაიცვათ ისინი და დავასრულოთ ვირუსის გავრცელება: აშშ-ს პრეზიდენტი

39
ბაიდენი კოვიდი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მშბლებს ბავშვთა ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. ჯო ბაიდენის განცხადებით, მცირეწლოვნების ვაქცინაცია პანდემიის დასასრულებლად აუცილებელია.

” ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია. ასე რომ, აცერით თქვენი შვილები, რათა დაიცვათ ისინი და დავასრულოთ ვირუსის გავრცელება”

პრეზიდენტის განცხადებით, მისმა ადმინისტრაციამ “ფაიზერის” 28 მილიონი ვაქცინა უკვე შეიძინა.

„ჩვენი შვილების ასაცრელად თვეების განმავლობაში ვემზადებოდით. ჩვენი პროგრამა მიმდინარე კვირას გაფართოვდება, რათა მომავალი კვირიდან სრულად ამოქმედდეს. ჩვენ ქვეყნის მასშტაბით 20 000-ზე მეტი პუნქტი გვაქვს. ეს მოიცავს ადგილებს, რომლებსაც მშობლები იცნობენ და ენდობიან – მათ ადგილობრივ აფთიაქებს, მათ პედიატრებს, ოჯახის ექიმებს და ბავშვთა საავადმყოფოებს. ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია. ასე რომ, აცერით თქვენი შვილები, რათა დაიცვათ ისინი და დავასრულოთ ვირუსის გავრცელება”, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა 5-11 წლის ბავშვების ვაქცინაციის გადაწყვეტილება 3 ნოემბერს მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g