LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აჭარაში 63 წლის კაცმა 40 წლამდე ქალი სანადირო თოფით მოკლა” – შსს ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

241
შსს-–-მანდატურების-ინსტიტუტი-დასახვეწია-660x330

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აჭარაში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, 63 წლამდე მამაკაცმა სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა 40 წლის ქალი.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1959 წელს დაბადებული ლ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა 1982 წელს დაბადებული თ. ჯ.

პოლიციამ ლ.ბ. ცხელ კვალზე დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს”, – ვკითხულობთ ტექსტში.

ამავე თემაზე:

არსებული ინფორმაციით, აჭარაში მამამთილმა რძალი მოკლა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g