LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარაში დაფნის გადამამუშავებელი საწარმო გაფართოვდა

50224041_1211677698980696_5850317941932818432_n

აჭარაში, ხელვაჩაურის რაიონში, შპს „ლიფლუქსმა“ „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი დაფნის გადამამუშავებელი საწარმო გააფართოვა. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 13,000 აშშ დოლარი შეადგინა, აქედან 5,200 აშშ დოლარი გრანტია, ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობამ 7,800 აშშ დოლარი შეადგინა.

საწარმო წელიწადში 100-120 ტონა ნედლ დაფნის ფოთოლს გადაამუშავებს. შპს „ლიფლუქსში“ დასაქმებულია 22 ადამიანი და ყოველწლიურად 60 ადგილობრივი ფერმერი აბარებს მოსავალს.

პროექტი განხორციელდა „აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მოქნილობის პროექტის“ (AMMAR) მხარდაჭერით. პროგრამას სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) და გლობალური გარემოს დაცვის ფონდი (GEF) აფინანსებს. პროგრამით გათვალისწინებული სააგენტოს თანადაფინანსება შეადგენს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 40%-ს, ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობა 60% -ია. პროექტის დაწყებიდან დღემდე დაფინანსება 418 ბენეფიციარმა მიიღო, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების ოდენობამ 8,461,806 ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა, წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები