პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკი ამოიღო. შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე 1994 წელს დაბადებული ბ.ჭ. დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 59 აბი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ და 1,406 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.