LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარაში ირანელი ტურისტების მოსაზიდად საჭირო თანხები ეკონომიის ხარჯზე გამოთავისუფლდება

77

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ირანის ბაზრის მიმართულებით მუშაობას იწყებს. ამისათვის, დეპარტამენტი სხვა სამიზნე ბაზრებზე ეკონომიის გაწევას გეგმავს და თუ საკმარისი თანხა გამოთავისუფლდება, მას ირანის  ბაზარზე მარკეტინგული კამპანიისთვის მიმართავს.

როგორც ”ფორტუნას” დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა განუცხადა, ამ დროისთვის უწყებაში სწორედ ამ ვერსიაზე მუშაობენ, ვინაიდან ირანის ბაზარი ბიუჯეტის დაგეგმვის დროს გათვალისწინებული არ ყოფილა.

”გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ სწრაფ ტემპში მიიღო სახლემწიფომ ეს გადაწყვეტილება, ჩვენ გვჭირდება გარკვეული დრო, რათა დავამუშაოთ სტრატეგია, რადგან გასულ წელს, როცა ვგეგმავდით წლევანდელ მარკეტინგულ კამპანიებს, ირანის მიმართულება გათვალისწინებული არ გვქონდა, ამიტომ ახლა ცოტა რთულია ირანთან დაკავშირებულ გეგმებზე საუბარი. ღონისძიებები, რომელიც განსაზღვრული გაქვს 10 ქვეყნაში, წლევნადელი წლისთვის უკვე დაგეგმილია, აქედან გამომდინარე, ვმუშაობთ გარკვეული სახის ეკონომიებზე, რომელიც შეიძლება გადამისამართებული იქნას ირანის ბაზარზე. ამ ეტაპზე სწორედ ამ ეკონომიების დათვლა მიმდინარეობს და თუ ისეთი მოცულობის თანხა გვექნება, რომელიც მოგვცემს საშუალებას სრულფასოვანი კამპანია ჩავატაროთ, მაშინ კონკრეტულ ნაბიჯებს გადავდგამთ”, – განუცხადა ”ფორტუნას” მამუკა ბერძენიშვილმა.

ირანთან სავიზო რეჟიმი საქართველომ ისევ გააუქმა. ირანიდან პირველი ჯგუფი უვიზო რეჟიმის ამოქმედების შედეგ წელს, 15 თებერვალს ჩამოვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g