LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარაში შემთხვევებმა კვლავ მოიმატა, თბილისში მცირედით იკლო: კორონავირუსის განაწილება რეგიონების მიხედვით

89
BeFunky-collage - 2020-10-12T112424.861

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 478 მოქალაქე დაინფიცირდა და საერთო ჯამში, 12 272 გახდა. მარინა ენდელაძის განმარტებით, 211-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

6 გარდაცვლილი, 478 ახალი შემთხვევა, 211 გამოჯანმრთელებული: კორონავირუსი საქართველოში

მისივე ინფორმაციით, ამ დროისათვის ქვეყანაში სულ 5 734 აქტიური ქეისია, აქედან 50 კრიტიკულად მძიმე პაციენტია. მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტებიდან 8 ოკუპირებული აფხაზეთიდან, ხოლო ერთი ოკუპირებული ცხინვალიდან გადმოყვანილი მოქალაქეები არიან.

ახალი შემთხვევები კი რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • აჭარა – 196
  • თბილისი – 178
  • იმერეთი – 65
  • სამეგრელო ზემო-სვანეთი –  13
  • ქვემო ქართლი –  15
  • შიდა ქართლი – 6
  • გურიაში 1 და მცხეთა-მთიანეთში კი 4 შემთხვევა დადასტურდა.

მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 6 პაციენტი გარდაიცვალა – 3 აჭარაში, 2 თბილისში, ხოლო ერთი საჩხერეში.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის განმარტებით, სიკვდილიანობა დაკავშირებულია პაციენტების სიმრავლესთან, თუმცა გარდაცვლილების რაოდენობა პროცენტულად მაღალი არ არის.

“სიკვდილიანობა დაკავშირებულია ბევრ პაციენტთან. ოჯახისთვის, რა თქმა უნდა, ტრაგედიაა, მაგრამ ზოგადად გარდაცვლილების რაოდენობა პროცენტულად არ არის მაღალი. ლეტალობა დაახლოებით 0.6 პროცენტია, არ არის მაღალი. ძალიან კარგი მაჩვენებლები გვაქვს, თუ შეიძლება ამას კარგი ერქვას, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით” – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g