LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები სამსახურში დააბრუნეს

114
აჭარა

სამი თანამშრომელი, რომლებიც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს, ახლა ტელევიზიის მენეჯმენტმა სამსახურში დააბრუნა. მათი განცხადებით, 30 ივლისს ” გათავისუფლებული პირები “აცნობიერებენ ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს, გმობენ სამსახურეობრივი კონფლიქტებსა და ჯანსაღი სამუშაო გარემოს დამაზიანებელ სხვა ქმედებებს და აქვთ გარკვეული დამსახურებები მაუწყებლის წინაშე”.

აჭარის ტელევიზიასა და რადიოში თანამშრომელთა დევნა გრძელდება - მედიაკოალიცია

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან სამი თანამშრომელი გაათავისუფლეს.

აჭარის მაუწყებელში თქვეს, რომ ვერანაირი აქციები და ზეწოლა მენეჯმენტს ვერ აიძულებს, გავიდეს კანონმდებლობის ჩარჩოებიდან.

“მაუწყებლის მენეჯმენტი შემდგომშიც პრინციპული და მკაცრი იქნება ორგანიზაციის საქმიანობის მარეგულირებელი წესების ნებისმიერი დარღვევისადმი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მაუწყებლის დინამიური განვითარების შეფერხება ან მისი იმიჯისა და პრესტიჟის შელახვა და აუცილებლად მოახდენს სათანადო რეაგირებას” – აცხადებს მენეჯმენტი.

აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 30 ივლისს ბაჩო გურაბანიძის, გიორგი მურვანიძის და გუგა ქადიძის გათავისუფლების მიზეზად დისციპლინარული მოკვლევა დაასახელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g