LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებს ITB BERLIN-ზე წარადგენს

86

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებს მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ ტურისტულ გამოფენაზე „ITB BERLIN“ წარადგენს. ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, დეპარტამენტი გამოფენაში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად მონაწილეობს.

“ბერლინის გამოფენა ტურიზმის სფეროში არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა. გამოფენის ფარგლებში 2018 წლის ტენდენციებზე, რომელიც ტურიზმის მომავალს განსაზღვრავს, არაერთი სპიკერი საუბრობს. ამ დღეების განმავლობაში ათობით შეხვედრა  ზუსტად მსგავს თემატიკას ეძღვნება. ტურიზმი როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე გლობალურ ეკონომიკაში უდიდეს როლს თამაშობს. ამიტომაცაა ეს ინდუსტრია ასე მნიშვნელოვანი როგორც ტურისტული პოტენციალის მქონე ქვეყნებისთვის, ასევე ბიზნეს ჯგუფებისთვის. თანამედროვე ტენდენციების გაცნობასთან ერთად, ჩვენი მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს, თუ ბიზნეს ჯგუფს, გავაცნოთ ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის ტურისტული პოტენციალი,”– განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, სულხან ღლონტმა.

ბერლინის სართაშორისო ტურისტული გამოფენა საქმიანი ტურიზმის ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი გამოფენაა მსოფლიოში. მასში 180 ქვეყანაა წარმოდგენილი და გამოფენაზე 100 000-ზე მეტ ვიზიტორს ელოდებიან. გამოფენა 6 მარტს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გახსნა.

magti 5g