LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარისა და სხვა რეგიონების რამდენიმე სკოლის გარდა პირველიდან მე-6 კლასის მოსწავლეები სკოლებს დაუბრუნდნენ

100
france-school

დღეიდან თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის სკოლების I-დან VI კლასის მოსწავლეები სკოლებს დაუბრუნდნენ და სწავლას საკლასო ოთახებში აგრძელებენ.

ამასთან, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, თუ მოსწავლე თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში სწავლობს, სურვილის შემთხვევაში, მშობელს შეუძლია, დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოს.

რაც შეეხება მე-7-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს, აღნიშნულ ქალაქებში მათთვის სწავლა კვლავ ონლაინ რეჟიმში გრძელდება.

სასწავლო პროცესი დღეიდან ყველა კლასის მოსწავლეებისთვის სკოლებში განახლდა ფოთსა და გორში.

დისტანციურ რეჟიმში გრძელდება სწავლა აჭარის რეგიონის სკოლებში, ასევე ქვეყნის მასშტაბით ყველა უმაღლეს სასწავლებელში.

„სწავლის დისტანციურად გაგრძელების სურვილის შემთხვევაში განაცხადი უნდა გააკეთოთ საიტზე: online.emis.ge, ან მიმართოთ სკოლას და რეგისტრაციას ადმინისტრაცია უზრუნველყოფს“, – განაცხადეს განათლების სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ შესაბამისი გადაწყვეტილებები მთავრობამ გასულ კვირას, პანდემიის გამო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g