აჭარული ”კოკლოზინას” ბაქლავები თბილისში დიდ სავაჭრო ქსელებში გაიყიდება. როგორც ”ფორტუნას” ”კოკლოზინას” წარმომადგენელმა, მარიამ გორგოშაძემ განუცხადა, კომპანიამ თბილისში არსებული მაღაზიის დახურვა და საკუთარი პროდუქციის სუპერმარკეტებში რეალიზაცია გადაწვიტა.
”შევცვალეთ გაყიდვების სტრატეგია და თითქმის ერთი თვეა, რაც ჩვენი ბაქლავები ”სმარტში” შევიტანეთ. ჯერჯერობით რთულია განსაზღვრა, როგორი გაყიდვები გვექნება, თუმცა ვგეგმავთ სხვა სავაჭრო ქსელებთანაც თანამშრომლობას. ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს ”ნიკორასთან” ვაწარმოებთ”, – აღნიშნა გორგოშაძემ.
მისივე ინფორმაციით, ”კოკლოზინას” ბაქლავები ამ ეტაპზე ”სმარტის” მხოლოდ რუსთაველის ფილიალშია წარმოდგენილი.
რაც შეეხება პროდუქციის გასაყიდ ფასს, 4 კოკლოზინა ერთ ყუთშია დაფასოებულია და 7,65 ლარი ღირს.
მარიამ გორგოშაძის თქმით, ბაქლავები ბათუმში მზადდება, სადაც ”კოკლოზინა” საცხობს ფლობს. საცხობი 2015 წელს გაიხსნა და მასში 15 ათასი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. გარდა ამისა, კომპანია ბათუმში საკუთარი 2 მაღაზიითაა წარმოდგენილი.