LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჩიკო ნიჟარაძე: „საქართველოში შემოსულ ნებისმიერი ქვეყნის ტურისტს უნდა განესაზღვროს წლის განმავლობაში აქ გაჩერების პერიოდი…“

268
nijaradze

მომღერალი აჩიკო ნიჟარაძე წერს, რომ საქართველოში ნებისმიერი შემომსვლელისთვის, ტურისტებისთვის უნდა შემცირდეს წლის განმავლობაში გაჩერების ვადა:

„აუცილებლად უნდა განესაზღვროს საქართველოში შემოსულ ნებისმიერი ქვეყნის ტურისტს, წლის განმავლობაში  გაჩერების მაქსიმალური პერიოდი, მაგალითად, 3 თვე, როგორც არის ევროპულ ქვეყნებში. ამ ეტაპზე 1 წელი შეუძლია გაჩერდეს ტურისტს. საცხოვრებლად ჩამოსული მიგრანტებისთვის უნდა გაიცეს სპეციალური  ვიზები, დამატებითი შემოწმების და შესწავლის შემდეგ!

ამით კიდევ უფრო გაკონტროლდება ტურისტების ნაკადი საქართველოში, რასაც თითქმის მთელი მსოფლიო აკეთებს.

რომ გამოირიცხოს ისეთი ფაქტები, მაგალითად: ჩამოვედი და როდის წავალ, ჯერ არ ვიცი. ვნახოთ, შეიძლება დავრჩე კიდეც. აი, დავრჩე კიდეც უნდა იყოს სახელმწიფოს ინტერესებში. ნებისმიერი ტურისტისთვის უარის თქმის საშუალება, ვიზის არ გაგრძელების უფლება უნდა ჰქონდეს საელჩოს, როგორც ეს სხვა ქვეყნებში აქვთ.

დაწერეთ თქვენი მოსაზრება რას ფიქრობთ ამაზე“.

რუსეთ-უკრაინის ომის ქრონოლოგიას და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ:  ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g