LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჩიკო ნიჟარაძე: „ყველა, ვინც არ უნდა იყოს, პრეზიდენტის ჩათვლით, დამნაშავე აუცილებლად უნდა დაისაჯოს…“

268
achikonijaradze

მომღერალი აჩიკო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც მიმდინარე პოლიტიკურ თემებს ეხმიანება და წერს, რომ მისი აზრით, ყველა, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, უნდა დაისაჯოს.

აჩიკო ნიჟარაძე:

„ქართველი ხალხი საკმაოდ გონიერია და დარწმუნებული ვარ, ყველას ყველაფერი კარგად გვახსოვს, ვინ როდის რა გააკეთა კარგიც და ცუდიც ჩვენი ქვეყნისთვის. კარგის არაღიარება და ცუდის არდანახვა მხოლოდ სექტანტებს ახასიათებთ, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი აღმოჩნდა ასეთი ჩვენს ქვეყანაში.

მე პირადად ასე მგონია, რომ ყველა, ვინც არ უნდა იყოს, პრეზიდენტის ჩათვლით, დამნაშავე აუცილებლად უნდა დაისაჯოს, რომ აღარავის აღარასოდეს აღარ გაუჩნდეს იმის ილუზია, რომ დანაშაულს ჩაიდენს და ეპატიება!!!

სამართლიანიბა მე ასე მესმის !!!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g