LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აცრის გაკეთება რამდენჯერმე გადადო და საბოლოოდ ვეღარ მოასწრო – მარიამ გაფრინდაშვილს ოჯახის წევრი კორონავირუსით გარდაიცვალა

2587
ფორტუნა 44

ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი მისი ოჯახის ტრაგედიაზე ფეისბუქში წერს. ჟურნალისტი ამბობს, რომ მამიდამისმა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება რამდენჯერმე გადადო.

საბოოლოოდ კი ვერ მოასწრო…

“არ სრულდება ტრაგედიები ოჯახებში, კოვიდი ყოველდღე აუბედურებს ოჯახებს, დედებს, მამებს, შვილებს, დებს, ძმებს.

მამიდაჩემი, რომელმაც აცრის გაკეთება რამდენჯერმე გადადო და საბოლოოდ ვეღარ მოასწრო, დღეს დილით გარდაიცვალა. ვერ გაუძლო და სუნთქვა შეწყვიტა.

აიცერით ადამიანებო გთხოვთ.” – წერს მარიამ გაფრინდაშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები