LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აცრის შემდეგ ვიგრძენი, თითქოს გამარჯვებული ვარ, რომ არ დავინფიცირდები და სხვასაც არ გადავდებ ვირუსს” – სოსო ცოტნიაშვილი, 57 წლის მათემატიკოსი

96
183197095-4222866947759807-4586979003728032753-n

57 მათემატიკოსი, სოსო ცოტნიაშვილი საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

ის აღნიშნავს, რომ რამდენიმე უნივერსიტეტში მუშაობს, ვაქცინაციამდე კი თავს საფრთხის შემცველად მიიჩნევდა.

ცოტნიაშვილი ასევე ამბობს, რომ აიცრა მისი პედაგოგი მეუღლეც, რომელსაც ონკოლოგიური დაავადება აქვს გადატანილი.

ინფორმაციას “იუნისეფ საქართველო” ავრცელებს.

“აცრის შემდეგ ვიგრძენი, თითქოს გამარჯვებული ვარ, რომ არ დავინფიცირდები და სხვასაც არ გადავდებ ვირუსს. კორონავირუსი ჩემ გარშემო ბევრმა ადამიანმა გადაიტანა, ზოგმა იოლად, ზოგმა უფრო რთულად. თუმცა, ისინიც, ვინც იოლად გადაიტანეს ვირუსი, გარკვეულ სიმპტომებს დღემდე უჩივიან, მაგალითად, უჩვეულო დაღლილობას, თავის ტკივილს. ერთ-ერთ ახლობელს თრომბსაწინააღმდეგო მკურნალობა აქვს დანიშნული. მე რამდენიმე უნივერსიტეტში ვმუშაობ. როდესაც ერთ-ერთმა უნივერსიტეტმა აუდიტორიებში სწავლების პროცესი განაახლა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა რეგულაცია დაცული იყო, წამოსვლისას, მაინც ვგრძნობდი, რომ საფრთხის შემცველი ვიყავი. ახლა, აცრის შემდეგ, ეს შეგრძნება მომეხსნა. ჩემი მეუღლეც, რომელიც სკოლის მასწავლებელია, აიცრა. მას 2 წლის წინ ონკოლოგიური დაავადება აქვს გადატანილი, ამიტომ, მეტი სიფრთხილისთვის, გაკვეთილებს ისევ ონლაინ უძღვება. მოუთმენლად ელოდება ვაქცინის მეორე დოზის გაკეთებას, რომ გამოიმუშავოს სრული იმუნიტეტი და დაუბრუნდეს საკლასო ოთახს და თავის მოსწავლეებს, რომლებთან ცოცხალი ურთიერთობაც ძალიან ენატრება.” – აღნიშნავს სოსო ცოტნიაშვილი, 57 წლის, მათემატიკოსი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები