LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Acura-მ დეტროიტში ახალი ქროსოვერი წარმოადგინა

83

საერთაშორისო ჩრდილოამერიკულ ავტოსალონზე, რომელიც დეტროიტში მიმდინარეობს, პრემიალურმა იაპონურმა მარკა Acura-მ მოდელ RDX Prototype-ის პრემიერა გამართა.

Acura RDX Prototype პრაქტიკულად ქროსოვერს გავს, რომლის დიზაინიც 2016 წელს წარმოდგენილი კონცეპტის Acura Precision-ის სტილშია გადაწყვეტილი.

ახალი თაობის Acura RDX, როგორც პრეს-რელიზში წერია, სრულიად შეერთებულ შტატებში, საკუთარ პლატფორმაზეა შემუშავებული. მოდელის წარმოება ასევე აშშ-ში მოხდება. ავტომობილი აღჭურვილია 2,0 ლიტრის მოცულობის ძრავით, რომელიც ცხრა საფეხურიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს.

სრულამძრავიან შესრულებაში ახალი RDX დაკომპლექტებული იქნება საფირმო სისტემით Super Handling AWD. მწარმოებელი აღნიშნავს, რომ ახალი მოდელის სალონის გაფორმებაში მაღალი ხარისხის ტყავსა და ნატურალურ ხეს გამოიყენებენ. აღჭურვილობათა ჩამონათვალი აერთიანებს საპროექციო დისპლეის, დამხმარე ელექტრო სისტემებს და საინფორმაციო-გასართობ სისტემა True Touchpad-ს პლანშეტური ტიპის დისპლეით, რომელიც ცენტრალურ კონსოლზეა განთავსებული.

ასევე, Honda-მ დააანონსა ახალი Acura-ს სპორტული ვერსია A-Spec. სპეციფიკაციებს, კომპლექტაციებს, ფასებსა და გაყიდვების დაწყებას Acura ზახულში გაახმოვანებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები