LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადა მარშანია ტატუნაშვილის საქმეზე: სრული პასუხისმგებლობა რუსეთს არ ეკისრება

148

“პატრიოტთა ალიანსის” წევრი ადა მარშანია მიიჩნევს, რომ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს არ ეკისრება. მარშანიამ ტელეკომპანია “პირველი” პროპაგანდის გავრცელებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ტატუნაშვილის თემით გარკვეული ძალები სპეკულირებენ.

“თქვენ ძალიან გიხარიათ ეს ფრაზა, მე ვხედავ და ვგრძნობ ამას. სამწუხაროდ, გამრუდებული წარმოდგენა გაქვთ იმაზე, თუ რა პროცესები მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში. სამწუხაროდ და საუბედუროდ, თქვენი ტელევიზია საკმაოდ ძლიერი პროპაგადისტი გახდა იმ აზრისა, რომ ყველაფერი უბედურება, რაც ჩვენს თავს ხდება, რასაკვირველია რუსეთის ბრალია. სრული პასუხისმგებლობა არ ეკისრება რუსეთს იმაზე, რაც მოხდა ორი კვირის წინ. თავად ამ მკვლელობას ვგულისხმობ. რაც შეეხება შემდგომ განვითარებულ მოვლენებს, აშკარად ჩანს, რომ ყველანაირი დესტრუქციულად განწყობილი ძალა, რომელიც ჩვენს ქართულ საზოგადოებაშიც ძალიან მძლავრად არის, ბოროტად იყენებს ამ თემას და სპეკულირებს”-აცხადებს ადა მარშანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g