LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 2021 წელთან შედარებით, 67.5%-ით გაიზარდა – PMCG

142
job (1)

2023 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.9%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.3%-ით არის გაზრდილი. ინფორმაციას PMC კვლევითი ცენტრი აქვეყნებს.

„2023 წლის მარტში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 599 ლარამდე თვიურ ხელფასს, 18.8%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 9.2 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

2023 წლის მარტში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2 400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 21.4%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.1 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

2023 წლის მარტში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 29.9%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 67.5%-ით არის გაზრდილი. 2023 წლის მარტში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარს ან მეტ ხელფასს, 3.1%-ს შეადგენდა“, – აღნიშნულია კვლევაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g