ადამიანებმა Facebook-ზე ერთი თვით უარი თქვეს და თავი ძალიან ბედნიერედაც იგრძნეს. სტენფორდისა და ნიუ–იორკის უნივერსიტეტის მკვლევარები დაინტერესდნენ, თუ რა მოხდებოდა მაშინ თუკი სოც-ქსელის აქტიური მომხმარებლები ერთთვიან „შვებულებას“ აიღებდნენ. ამის შესახებ TechCrunch-ი წერს.
მკვლევართა ჯგუფმა ექსპერიმენტში 2, 488 ადამიანი ჩართო და თითოეული მათგანი მანამდე facebook-ს დღეში 1 საათს მაინც უთმობდა ხოლმე. ცდისპირთა ნაწილმა სოც-ქსელზე უარი თქვა, ნაწილი კი მის მოხმარებას განაგრძობდა.
შედეგად დადგინდა, რომ ის ადამიანები ვინც Facebook-ზე უარი თქვა უფრო ბედნიერები იყვნენ და ეს მათ ქცევას და ზოგადად ცხოვრების რიტმს დაეტყო.
სპეციალსიტები ფიქრობენ, რომ დღევანდელ ეპოქაში Facebook თუ სხვა სოც-ქსელები ძალიან დიდ ნეგატივთან ასოცირდება, ამიტომ მათზე უარის თქმა ადამიანის ფსიქიკაზე ძალიან დადებითად აისახება.
თუმცა, ისინი იმასაც აღნიშნავენ, რომ მსოფლიო სოციალური ქსელების ეპოქაში ცხოვრობს და ადამიანებს მათ გარეშე არსებობა უბრალოდ ვერ წარმოუდგენიათ. ფაქტი კი ფაქტად რჩება, ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენთ თუ როგორ მოქმედებს ესა თუ ის ქსელი თითოეული მომხმარებლის ქცევასა და ტვინზე.
