LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ადამიანებს არ მოეწონათ, რომ ჩვენი წარმატებული, მსოფლიო დონის სპორტსმენები არიან ამ მოღალატეების სიაში“ – პეტრე ცისკარიშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაზე

145
გენო პეტრიაშვილი, ლაშა ტალახაძე, პეტრე ცისკარიშვილი

„ჩვენ, ყველამ ვიცით, ესენი არიან „ოცნების“ სახეები, ამ სიის და სახელების, გვარების გასაკეთილშობილებლად რამდენიმე ჩვენი ცნობილი სპორტსმენი დაამატეს. საბოლოო ჯამში, ალბათ, ყველაფერი პირიქით მოხდა, ამ სპორტსმენების რეპუტაციას, მათ სახელებს მოსცხეს ჩირქი“ – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

ცისკარიშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ოცეულთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მისი თქმით, მმართველმა პარტიამ თავისი საარჩევნო სიის სახელებისა და გვარების გასაკეთილშობილებლად, რამდენიმე ცნობილი სპორტსმენი დაამატა.

„აიძულეს პირდაპირ ტალახაძე და პეტრიაშვილი, რომ სიაში ყოფილიყვნენ, მაგრამ არც ეს უშველით, 26 ოქტომბერს გავიმარჯვებთ ძალიან სახელოვნად“ – ალეკო ელისაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ოცეულზე

„ოცნების“ სიასთან დაკავშირებით კითხვა სხვაგვარად უნდა დავსვათ – ეს ადამიანები იქნებიან ოპოზიციაში, თუ ამ ოცეულიდან რამდენიმე მათგანი ახალ კოალიციას შეუერთდება, რომელსაც ძირითადად, დღევანდელი ოპოზიცია დააკომპლექტებს, ეს არის საინტერესო და მნიშვნელოვანი კითხვა და არა უბრალოდ, სახელები და გვარები. დანარჩენი, ჩვენ, ყველამ ვიცით, ესენი არიან „ოცნების“ სახეები, ამ სიის და სახელების, გვარების გასაკეთილშობილებლად რამდენიმე ჩვენი ცნობილი სპორტსმენი დაამატეს. საბოლოო ჯამში, ალბათ, ყველაფერი პირიქით მოხდა, ამ სპორტსმენების რეპუტაციას, მათ სახელებს მოსცხეს ჩირქი და არა იმ მიზანს მიაღწიეს, რაც დაგეგმილი ჰქონდათ, რომ თავიანთი სია გაეკეთილშობილებინათ. საბოლოო ჯამში, მთავარი შეკითხვაა იმასთან დაკავშირებით, მათ ეყოფათ თუ არა ნებისყოფა, რომ მომავალი მთავრობის ოპოზიციაში იყვნენ, თუ რამდენიმე – ჩემი ვარაუდით, 3-4 მათგანი შეუერთდება უმრავლესობას“, – განაცხადა ცისკარიშვილმა.

მამუკა მდინარაძე: ის ადამიანები ვიხილეთ ჩვენ სიაში, ვინც განსაკუთრებული ღირსებით გამოირჩევა და განსაკუთრებულად საამაყოს ხდის ამ ქვეყნის მოქალაქეობას – მათ შორის ის სპორტსმენები, რომელთა გამარჯვების გამო ბევრჯერ მოუსმენია მსოფლიოს საქართველოს ჰიმნი

პეტრე ცისკარიშვილმა ასევე უპასუხა კითხვას, „თუ რას უპასუხებდა იმ ბულინგს, რომელიც სპორტსმენების საარჩევნო სიაში ყოფნას ინტერნეტსივრცეში მოჰყვა“:

„ბულინგი განმიმარტეთ. ადამიანებს არ მოეწონათ, რომ ჩვენი წარმატებული, მსოფლიო დონის სპორტსმენები არიან ამ მოღალატეების სიაში, ამასთან დაკავშირებით აზრი რომ გამოთქვეს, ეს არის ბულინგი თქვენი განმარტებით? ჩემი განმარტებით ეს არ არის ბულინგი, თავისუფალი სიტყვის აკრძალვა ჯერ აქ არ მომხდარა, მათ შორის, არც სოციალურ ქსელში ადამიანებმა გამოხატეს, დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია“ – განაცხადა ცისკარიშვილმა.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ნომრად ბიძინა ივანიშვილი დასახელდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g