“ადამიანებს, ვინც ფულს გვირიცხავს, არ უნდათ, რომ მათი ვინაობა გასაჯაროვდეს, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.
როგორ მან აღნიშნა, მათ ბევრი გულშემატკივარი ჰყავთ, მათ შორის არიან ემიგრანტებიც.
მისი თქმით, პროტესტის მონაწილეებს ბევრი ადამიანი ურიცხავს ფულს, მათ შორის ემიგრანტები.
“როდესაც ემიგრანტები და სხვადასხვა ადამიანი რიცხავს ფულს, პირდაპირ გვეუბნებიან, რომ არ იყოს მათი სახელი და გვარი საჯარო. ეს ისეთი პროცესია, ამუნათებენ პირდაპირ იმ დამაიანებს, ვინც მონაწილეობს აი, ამ ბრძოლაში. ვხედავთ, რომ გამგებლებს იბარებენ მერიაში, სკოლის დირექტორებს ეუბნებიან, რომ არ გააზიარონ პოსტი, არ დაგვიჭირონ მხარი. ზოგადად, ადმინისტრაციულ რესურსს მთლიანად აკონტროლებს ხელისუფლება. ჩვენ მხარს გვიჭერს ის ხალხი, არაერთი და თანხითაც მინაწილეობენ. არ უნდათ, რომ მათი სახელები გასაჯაროვდეს“, – აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.
ვარლამ გოლეთიანმა ასევე აღნიშნა, რომ დაფინანსებასთან დაკავშირებით იყო შემოთავაზებები პოლიტიკოსების მხრიდან, მაგრამ მათ უარი განაცხადეს.
„ეს პროტრსტი დიდიხანია მიმდინარეობს და სხვადასხვა დროს მსგავსი ფინანსური დახმარება იყო შემოთავაზებული. ჩვენ ყველას მიზანმიმართულად ვეუბნებით უარს იმიტომ, რომ არ მოყვეს ამას რაღაც სპეკულაციები და თან ჩვენ არ ვსაჭიროებთ ამგვარ დახმარებას იმიტომ, რომ თუ ხალხმა არ იგრძნო, რომ ეს მისი გასაკეთებელი საქმეა, ახლა აქ ჩემოდნებით მოტანილი ფული არავის არ სჭირდება იმიტომ, რომ ხელოვნურად შექმნილი პროტესტი არავის სჭირდება. ეს თუ ბუნებრივი არ იქნა და საზოგადოებამ არ გაითავისა, რომ მისი საკეთებელი საქმეა ჩართულობის ნაწილში, აზრი არ ექნება.
პირველივე დღიდან, რაც რიონის ხეობაში ხუთი კაცი დავდექით პროტესტისთვის, არავისთვის არ გვითქვამს, რომ დამიდექი გვერდით და აქ იყავი ახლა შენ. ამ ტიპის დიალოგი უახლოეს ადამიანებთან, ჩემს მეგობრებთანაც კი არ მქონია, რომ ამას ვაკეთებ მე და თქვენც ეს უნდა გააკეთოთ და ა.შ. ვინც ჩათვლიდა საჭიროდ, რომ ეს არის ეროვნული საქმე და თითეული ადამიანის საკეთებელი, მოვა, დადგება ჩვენ გვერდით და დადებს იმ ფულსაც“, – განაცხადა გოლეთიანმა.
რაც შეეხება იმას, როდის გასაჯაროვდება იმ ადამიანების ვინაობა, ვინც მათ ფულს ურიცხავს, გოლეთიანმა უპასუხა, ამისთვის გარკვეული დეტალებია გასავლელი.
„არ ვიცი, ჩვენ ახლა ამ პროცესში ვართ რაც ჩამოვედით დედაქალაქში და ატყდა ამბავი, განსაკუთრებით აგორდა დაფინანსებასთან დაკავშირებით. მაგასაც გაკეთება უნდა ხომ, ამ გასაჯაროებას. რაღაც ბუღალტერიაა და ა.შ. გავაკეთებთ და გასაჯაროვდება არ არის პრობლემა“, – განაცხადა გოლეთიანმა.