ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში“ საუბრისას, ადამიანის ფსიქოლოგის უმნიშვნელოვანეს ასპექტზე ისაუბრა. მან დეტალურად ახსნა, რატომ იხედება ყველა ადამიანი წარსულში სინანულით და რატომ თვლის უმრავლესობა, რომ ბავშვობის წლები უბედნიერესი იყო.
„ცხოვრების ეტაპების ფსიქოლოგია ძალიან საინტერესოა, ადამიანებს ყოველთვის ახასიათებთ გაიხედონ წარსულში და თქვან, რა უდარდელი იყო ბავშვობა. სინამდვილეში ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ უფრო მეტად ბედნიერი ცხოვრების მონაკვეთი, ვიდრე რომელიმე, არ არსებობს. იმიტომ, რომ ყოველ მონაკვეთს აქვს სევდა და ტკივილი, რაღაც დიდი ტრაგედია, რომელი ცხოვრების ეტაპს დაემთხვევა. სულ რომ გამოვრიცხოთ დიდი ტრაგედია, აი თუნდაც რუტინულად, რომ ამბობენ, რომ ბავშვობა იყო არაჩვეულებრივი, სინამდვილეში პირველი ცრემლი, პირველი შეჯახება უსამართლობასთან, პირველი გაოცება, რატომ არ მეთამაშები, რატომ გამიფუჭე სათამაშო, სწორედ მცირე ასაკიდან მოდის, უბრალოდ ეს არ გვახსოვს. ნებისმიერი ასაკის მოგონებას ძალიან ბევრი კარგი მხარე აქვს, მაგრამ აქვს ტრავმაც. მე მაგალითად უდიდესი სიმპათიით ვუყურებ კრიზისების პერიოდს, აი როცა ამბობენ, კრიზისი მაქვს და ცუდად ვარ, სინამდვილეში, ეს არის შენი გაუცნობიერებელი ახლის მოლოდინი. სწორედ ამიტომ, კრიზისის დროს, მხოლოდ მერე აცნობიერებ, რომ კიდევ კარგი, მადლობა კრიზისს, რომ გავანგრიე დაგროვილი ძველი და გავაკეთე რაღაც ახალი“ – განაცხადა ნათია ფანჯიკიძემ.
“უფრო მეტად ბედნიერი ცხოვრების მონაკვეთი ვიდრე რომელიმეა არ არსებობს”.
“უფრო მეტად ბედნიერი ცხოვრების მონაკვეთი ვიდრე რომელიმეა არ არსებობს”, – ნათია ფანჯიკიძე.
⭐️ დაუმეგობრდით ნანუკას Instagram-ზე:
https://instagram.com/nanukashow
? ნანუკას ?????? გვერდი:@nanukashow
Posted by ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ / Nanuka Zhorzholiani’s Show on Wednesday, February 8, 2023