LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკიმ ქართველები დიად ერად მოგვიხსენია – ესეც კამათის საბაბი გახდა, რაღა გვაქვს დიადისო… მადლობა ამის დამნახავს: ნათია ფანჯიკიძე

174
Untitled design

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც „ქართველები დიად ერად მოიხსენია“.

დიდი ხალხის დიადი ადამიანი – რას წერს ვოლოდიმირ ზელენსკი ბუბა კიკაბიძეზე

როგორც ნათია ფანჯიკიძე წერს, „საქართველო ის ქვეყანაა, სადაც უამრავი ნამდვილი გმირი იბადება“. ნათია ფანჯიკიძე მადლობას უხდის მათ, ვინც ქართველი ერის სიდიადეს ხედავს.

„ზელენსკიმ ბუბა კიკაბიძის სამძიმარში ქართველები დიად ერად მოგვიხსენია. ესეც კამათის საბაბი გახდა, რაღა გვაქვს დიადისო. რა თქმა უნდა, პარალელურად რომ გაიგებ, რომ ქართველების ნაწილს გმირობა ის ჰგონია, ბერძენიშვილის ლექციას რომ ჩაშლის და გამარჯვების ყიჟინა აქვს ატეხილი, იიი, არ ვალაპარაკეთ, რა მაგრად მოვიქეცით! თუ ეროვნულ იდენტობას მათზე გაასწორებ, „შიდაგმირობების“ – ერთმანეთის თელვის მაგალითებს თვისებად მიიწერ, კომპლიმენტის მიღება გაგიჭირდება, მაგრამ საბედნიეროდ, საქართველო ის ქვეყანაა, სადაც უამრავი ნამდვილი გმირი იბადება, მეცნიერებიც, არტისტებიც და უბრალოდ საუკეთესო მოქალაქეები, რომლებიც 24-საათიანი შრომის ფასად მოქმედს ხდიან ამ ფერდებმორყეულ, ხალხისგან სანახევროდ დაცარიელებულ ქვეყანას. ხოდა დიადია ქართველი ერი, ნამდვილად არის და მადლობა ამის დამნახავს“, – წერს ნათია ფანჯიკიძე.

 

ზელენსკიმ ბუბა კიკაბიძის სამძიმარში ქართველები დიად ერად მოგვიხსენია. ესეც კამათის საბაბი გახდა, რაღა გვაქვს დიადისო….

Posted by Natia Panjikidze on Sunday, January 15, 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები