LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ისეთი იდეალისტია ზოგი, ისე უანგარო, ისე გასხივოსნებული, რომ ვერაფრით გაუგია, მეომარს ხელფასი რაში სჭირდება, თუკი გმირია” – ნათია ფანჯიკიძე

180
ნათია ფანჯიკიძე

ისეთი იდეალისტია ზოგი, ისე უანგარო, ისე გასხივოსნებული, რომ ვერაფრით გაუგია, მეომარს ხელფასი რაში სჭირდება, თუკი გმირია, – ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ომში მონაწილე მებრძოლების ხელფასებზე საუბრობს.

ფანჯიკიძეს თქმით, მეომარი სანამ ომშია, თურმე არც უნდა მოშივდეს, ტანსაცმელიც არ სჭირდება და სანამ ომიდან დაბრუნდება, შვილებსაც ლუკმაპური არ უნდა ჰქონდეთ.

“ისეთი იდეალისტია ზოგი, ისე უანგარო, ისე გასხივოსნებული, რომ ვერაფრით გაუგია, მეომარს ხელფასი რაში სჭირდება, თუკი გმირია!!! თანაბრად ვერ გაუგიათ ეს მშიერმუცელა მონებს (როგორც ცოტნე გამსახურდია იტყოდა) და საუკეთესოდ დატენილ ფულის მუთაქებს. ააააანუ… გიმარცვლავთ – მეომარი სანამ ომშია, თურმე არც უნდა მოშივდეს, ტანსაცმელიც არ სჭირდება და სანამ ომიდან დაბრუნდება, შვილებსაც ლუკმაპური არ უნდა ჰქონდეთ. ესე იგი, პარალელურად შიმშილითაც უნდა კვდებოდნენ. ხოდა მერე ეს ხალხი დაეტაკება ვიღაცას და დავით აღმაშენებლის აუგად ხსენებას არავის ვაპატიებთო. არ აპატიოთ, არა. ბოდვაში მაინც უნდა გიყვარდეთ სამშობლო”, – წერს ნათია ფანჯიკიძე.

ამავე თემაზე:

ნათია ფანჯიკიძე: „დღეს ქვეყანაში სულ რამდენიმე ადამიანზე ვამბობ ხოლმე ინტელიგენტია-მეთქი და ერთ-ერთია ედუარდ სააკაშვილი.. მე პირადად არავის ტანჯვა არ მახარებს.. პირადად ამ ბიჭს ვაჩუქებდი მამამისს“

„თინამ თურმე ტელევიზორში დამინახა და გადაწყვიტა, მაკიაჟი გამომისწოროს, კერძოდ პომადა განმიახლოს” – ნათია ფანჯიკიძე უსაყვარლესი შვილიშვილის ფოტოებს გვიზიარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g