პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შვილის, ედუარდ სააკაშვილის ბოლო პერიოდში, მათ შორის, გუშინ, გადაცემაში „რეაქცია“ გაკეთებულ განცხადებებს სოციალურ ქსელში არაერთი გამოხმაურება მოჰყვა.
ედუარდ სააკაშვილზე ფეისბუკ პოსტს აქვეყნებს ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე და წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის შვილი ერთ-ერთია იმ მცირე ადამიანების რიცხვში, ვინც ინტელექტუალურ პიროვნებად მიაჩნია.
პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„რა მაგის პასუხია და სიტყვა ინტელიგენტს როგორც აღვიქვამ და ვგრძნობ, ვისაც სხვებთან დიდი სხვაობა აქვს ქცევაში, აზრის გამოთქმის კულტურაში, ასევე დისტანცირების უნარში, დღეს ქვეყანაში სულ რამდენიმე ადამიანზე ვამბობ ხოლმე ინტელიგენტია-მეთქი და ერთ-ერთია ედუარდ სააკაშვილი.
ამ ახალგაზრდა კაცს ძალიან თანავუგრძნობ. არ კარგავს ემპათიას სხვათა მიმართ, არ არის კატეგორიული და არავის აყენებს შეურაცხყოფას, მოგეჩვენათ, რომ ცუდად მოგექცნენო..
ზოგადად კი ვფიქრობ, სააკაშვილის ტიპაჟიდან გამომდინარე, ეს ერთი წელი მისთვის მთელი სასჯელის მოხდას უდრიდა და დიდ თავისტკივილსაც ასცდება ქვეყანა, თუ დააკმაყოფილებენ შვილების სათხოვარს.
მე პირადად არავის ტანჯვა არ მახარებს. ჩემთვის საკმარისია მითხრან, არასწორად მოგექეცით და ვწუხვარო. შეიძლება უადგილო სენტიმენტალურობად ჩამითვალოს ვინმემ, მაგრამ პირადად ამ ბიჭს ვაჩუქებდი მამამისს“, – წერს ნათია ფანჯიკიძე.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის შვილმა ედუარდ სააკაშვილმა „TV პირველთან” ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ „სამწუხაროდ, იმდენად მძიმეა [მიხეილ სააკაშვილის] მდგომარეობა, რომ ამას ვეღარავინ უარყოფს”. რაც შეეხება სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, ედუარდ სააკაშვილს მიაჩნია, რომ ახლაა ის სიტუაცია, როდესაც შეიძლება რაღაც ტიპის პოზიტიურ ნაბიჯს ველოდოთ ხელისუფლების მხრიდან
ამავე თემაზე: