ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შვილი ედუარდ სააკაშვილი „ტვ პირველის“ ეთერში მამის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ „თუ ქართული ოცნების მიზანი მამამისის სიცოცხლის მოსპობა არაა, პოზიტიურ ძვრებს ელოდება“.
მისივე თქმით, „უკვე ხელისუფლების წარმომადგენლებსაც უჭირთ უარყონ რეალობა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე“.
„ბოლო დღეებში უფრო და უფრო აშკარა გახდა მეტი ადამიანისთვის, რომ მამაჩემის მდგომარეობა არის საკმაოდ მძიმე. ამაზე ვივამედის ექიმებიც ძალიან ღიად საუბრობენ და თუნდაც რატი ბრეგაძის დღევანდელი პრესკონფერენცია ამაზე მეტყველებს ჩემი აზრით. უკვე ხელისუფლების წარმომადგენლებსაც უჭირთ უარყონ რეალობა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე. ეს არის, ჩემი აზრით, წინ გადადგმული ნაბიჯი და ამ თვალსაზრისით მივესალმები.
ბრეგაძის პრესკონფერენცია რომ ჩავრთე, თავიდან ვიფიქრე, რამეს ხომ არ დააანონსებენ, მაგრამ რეალურად სიმართლე თქვა, რომ ეს არ არის იუსტიციის სამინისტროს გადასაწყვეტი. ამ ეტაპზე, მხოლოდ სასამართლოს შეუძლია, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღოს. უმრავლესობა ხვდება უკვე, რომ სიტუაცია ძალიან მძიმედაა და ვფიქრობ, რომ ახლა არის ის სიტუაცია, რომ შეიძლება ველოდოთ, რაღაც ტიპის პოზიტიურ ნაბიჯს ხელისუფლების მხრიდან. არ ვიტყვი რომ კომპრომისია, იმიტომ რომ ლოგიკური, სამართლიანი სვლა არის და იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ყველანაირად და დასაფასებელი. მე მაქვს რაღაც მოლოდინი, რომ ადრე თუ გვიან ეს მოხდება. რა თქმა უნდა, ჯობია ადრე ვიდრე გვიან, მაგრამ რთული წარმოსადგენია, ეს სიტუაცია შენარჩუნდეს.
თუ დავუშვებთ, რომ ხელისუფლების მიზანი მართლა არ არის, რომ მისი სიცოცხლე მოსპონ, მე არ მგონია, რომ ეს არის მათი მიზანი, მაშინ რაღაც ტიპის ცვლილება საჭირო ხდება უბრალოდ და ალბათ მალე. მე ამის ოპტიმიზმი მაქვს და სამწუხაროდ, ამის მიზეზი ისაა, რომ ძალიან მძიმეა ჯანმრთელობის მდგომარეობა“, – ამბობს ედუარდ სააკაშვილი.
❗ თუ დავუშვებთ, რომ ხელისუფლების მიზანი მისი სიცოცხლის მოსპობა არ არის, მაშინ რაღაც ტიპის ცვლილება საჭირო ხდება
? ინტერვიუ ედუარდ სააკაშვილთანPosted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on სამშაბათი, 29 ნოემბერი, 2022