“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ხაბეიშვილი შაბათს 3 დეკემბერს, 3 საათზე “ქართული ოცნების” ოფისთან აქციას აანონსებს.
როგორც ის აცხადებს, მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უზრუნველყოფაა.
“დღეს რუსულმა ოლიგარქიულმა რეჟიმმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, თუ რა მდგომარეობაში ამყოფებენ საქართველოს მესამე პრეზიდენტს. ფაქტობრივად დღეს მიხეილ სააკაშვილი დამალეს და საზოგადოებას არ აჩვენეს, თუ როგორ გამოიყურება ის. როგორც კი ადამიანები ამას დაინახავენ, მაშინვე ყველას დარჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ოლიგარქიული რეჟიმი მართავს. დასაკარგი წუთები არ გვაქვს და აღარც ერთი ხე არ გვაქვს გადასარგავი.
სწორედ ამიტომ, ჩემს თანამებრძოლებთან ერთად, ვაპირებ, შაბათს, 3 დეკემბერს, 3 საათზე, ოცნების ოფისთან, იქ სადაც მიიღება გადაწყვეტილებები მოვთხოვოთ მთავარი რამ, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა, ჯანმრთელობა და სიცოცხლის უზრუნველყოფა. უმოქმედოდ და უმოძრაოდ რუს ოლიგარქს ვერ დავამარცხებთ. ხელები არ ჩამოვუშვათ, არამედ ჩავკიდოთ და ვიბრძოლოთ. მხოლოდ ასე შეიძლება გამოვიხსნათ ჩვენი ქვეყანა რუსული კლანჭებისგან. ვაპირებთ ბრძოლას და ბრძოლას, გამარჯვებამდე. მოახლოებულია ბიძინა ივანიშვილის რუსული ოცნების პოლიტიკური წარღვნა”, – საუბრობს ხაბეიშვილი.
ამავე თემაზე:
ადვოკატი: სააკაშვილს დღევანდელ პროცესზე სავარაუდოდ გადასაადგილებელი სავარძლით მიიყვანენ
ძალიან მაშინებს, რა მდგომარეობაში იქნება მამაჩემი ამ ყველაფრის ბოლოს: ედუარდ სააკაშვილი
სასამართლოზე ნახავენ ადამიანს, რომელსაც 40 კგ აქვს დაკლებული – გიული ალასანია სააკაშვილზე