LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დილიდან ძებნა დავიწყე, ხომ არ შევრცხვით, ხომ გავაკეთეთ რამე თურქების და სირიელების დასახმარებლად.. არაფერი გაგვამართლებდა გულხელდაკრეფილს რომ გვეყურებინა ამხელა უბედურებისთვის“ – ნათია ფანჯიკიძე

403
ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე თურქეთსა და სირიაში მომხდარ მიწისძვრას ეხმაურება სოციალურ ქსელში და წერს, რომ „ არაფერი გაგვამართლებდა გულხელდაკრეფილს რომ გვეყურებინა ამხელა უბედურებისთვის“.

„დილიდან ძებნა დავიწყე, ხომ არ შევრცხვით, ხომ გავაკეთეთ რამე თურქების და სირიელების, მაგრამ განსაკუთრებით თურქების დასახმარებლად, რადგან მთლად გვერდით არიან, გადარბენაზე და არაფერი გაგვამართლებდა გულხელდაკრეფილს რომ გვეყურებინა ამხელა უბედურებისთვის.

ჩვენი მაშველები წასულან. გავიგე და ამოვისუნთქე. როგორი ადამიანებიც ვიქნებით, ისეთი სახელმწიფო გვექნება. ერთმანეთს წარმოვადგენთ ყველგან. ისეთივე მგრძნობიარე უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი კოლექტიური იდენტობა, როგორსაც მეგობარს ვეძებთ პირად ურთიერთობაში. სადაც ღირსებას ვერ ვავლენთ, იქ გვიქვეითდება ეროვნული თვითშეფასება და შემდეგ ინდივიდუალურ დონეზეც ვეღარაფრად ვგრძნობთ თავს.

ბევრი ადამიანის გადარჩენას ვუსურვებ ჩვენებს, რომ თვითონაც სიხარულით აივსონ და ჩვენც მეტად ვიამაყოთ, რომ რაღაც შევძელით სხვისთვის.“ – წერს ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში.

თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა

თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 300-მდე გაიზარდა

ღარიბაშვილი: ჩვენ ვდგავართ თურქი ხალხის გვერდით და მზად ვართ აღმოგიჩინოთ ნებისმიერი საჭირო დახმარება

ფოტო: ქართველი მეხანძრე-მაშველების ჯგუფი თურქეთში გაემგზავრა

თურქეთში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები